ქუთაისში დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
დევნილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში სოხუმური ყავის არომატით დაიწყო, რაც უკვე ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, 20 ივნისის ტრადიციაა.
„სიყვარულის ბაღში“ ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, რომლების უმრავლესობაც აფხაზეთიდანაა, სტუმრებისთვის სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“ , პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი ინტერაქციით (სახელოსნო ღია ცის ქვეშ), თოჯინების თეატრის წარმოდგენა და მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას, საკრებულოს დეპუტატს გიგა შუშანიას, ქალბატონ ნინო თვალთვაძეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს "ბიჭვინთა", "მაკდონალდსის" ქუთაისის წარმომადგენლობას, რამდენიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების გადაწყვეტაში.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
