ქუთაისში პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოპი გაიმართა
ქუთაისში ჟურნალისტებისთვის პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - მორიგი ვორქშოპი გაიმართა.
„მედიახმის“ ტრენერები და ექსპერტები იყვნენ:
• ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;
• თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი;
• ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლექტორი;
• თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).
როგორც MCERC-ის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ გერსამია აცხადებს, პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა, მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნა.
"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუცილებელია მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ამაში ჩვენ გვეხმარებიან მედიისა და სამართლის ექსპერტები.
ამ პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიც არის ნიდერლანდების სამეფო საელჩო საქართველოში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, როგორც ტრენინგები ასევე, სოლიდარობის შეხვედრები.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ჟურნალისტების სოლიდარობის ქსელი, რადგან მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდამჭერი მედია გარემო ძალიან სჭირდებათ.
ჩვენ პროექტს ამ მიმართულებით ვახორციელებთ და პირველი გასვლა რეგიონში, სწორედ ქუთაისში გვაქვს," - აღნიშნა FirstNews.ge- თან საუბარში მარიამ გერსამიამ.
MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და მედიაგამოცემა „პუბლიკა“.
MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
#მედიახმა #mediaVoice #MCERC
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა