ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლს ახალი სამზარეულო გადაეცა
ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლს, ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით ახალი სამზარეულო გადაეცა, რომელიც უკვე დამონტაჟდა.
ახალი სამზარეულო მადლიერების სახლში, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, ქართულ-გერმანული ცენტრის წარმომადგენელთან და ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
მედიის წარმომადგენლებმა ნახეს, თუ როგორ პირობებში მზადდება საკვები ყოველდღიურად 800 ბენეფიციარისთვის.
"ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა როგორ მზადდება საკვები ჩვენს დაწესებულებაში, ასევე წარმოგვედგინა ახალი სამზარეულო, რომელიც ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, მიიღო ქუთაისის მერიამ და შემდეგ გადაეცა მადლიერების სახლს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ-გერმანულ ცენტრს აღნიშნული თანამშრომლობისთვის, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმისთვის რომ პროცესები სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს და ყველა წესი დაცული იყოს. ნებისმიერი პრეტენზიის თუ შეკითხვის შემთხვევაში ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას,"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
