იოსებ ხახალეიშვილი და დავით ერემეიშვილი GSI Helmholtzzentrum -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი GSI Helmholtzzentrum ( ჰელმჰოლცცენტრი)-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ კრისტიან შმიდტი, ჰელმჰოლცცენტრის დეტექტორების ლაბორატორიის დირექტორი, ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერი ირაკლი ქეშელაშვილი, ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფიზიკის საზაფხულო სკოლის თაობაზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით , ქუთაისის საერთაშორის უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში თავს მოიყრიან წამყვანი ფიზიკოსები მთელი მსოფლიოდან, 100-მდე მეცნიერი და მაღალი კლასის ლექტორი.
საუბარი ასევე შეეხო ქსუ-ში დეტექტორული ლაბორატორიის მოწყობას, რომელსაც GSI Helmholtzzentrum უზრუნველყოფს, ევროკავშირის დაფინანსებით.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქუთაისის დამკვიდრებას გლობალურ სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
