ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 53 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მამაკაცი მართვით სუნთქვაზე კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავიძის ქუჩაზე კორპუსის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
