ქუთაისში "გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება
2 მაისს ქუთაისში, ,,გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.
ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქალაქი დალოცა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ,“ - ზვიად შალამბერიძე.
,,გვირილობა 2022“- ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდა, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და ქუთაისის კოლორიტების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ,,ქუთაისის ხედები XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში“.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთა შორის.
ქალაქის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა