ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე 7 დღე უფასო იქნება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან უფასო იქნება.
კერძოდ, თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება რკინიგზისგან მატარებლის ბილეთებს უფასოდ მიიღებს. ბილეთები უფასო 30 აპრილიდან, ანუ სადგურის ამოქედებიდან, 7 დღის განმავლობაში იქნება.
“30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. სადგურში სახელწოდებით "ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება”,-წერია რკინიგზის განცხადებაში.
30 აპრილიდან სამგზავრო მატარებლებს ახალი გაჩერება კოპიტნარი დაემატება.
სიახლეები
- “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
- “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
- „მთელი გულით მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება“ - ნანა კუხალეიშვილი
- "ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები"