ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
„არა გენოციდს" - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მოქალაქეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე ყვავილებითა და სანთლებით პატივი მიაგეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას. მათ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,წარმოუდგენელია გულგრილად უყურო იმას, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის სისასტიკე. რუსი ოკუპანტები ბავშვებს და ქალებს ხვრეტენ. მოვედით აქ,რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას,"- აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი.
აქციაში რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
