დღეს ქუთაისში ბუჩაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ
დღეს, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ბუჩაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
,,6 აპრილს, 20 საათიდან ყვავილებით და სანთლებით პატივს მივაგებთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს და სოლიდარობას გამოვუცხადებთ უკრაინელ ხალხს!''-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
