ირაკლი შენგელია და მაგდა კოსტავა ჰუმანიტარული ფონდი, "სოხუმის" ხელმძღვანელს შეხვდნენ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა დღეს ჰუმანიტარული ფონდი, "სოხუმის" ხელმძღვანელს, ალა გამახარიას და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ საკითხს, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა წარმოადგენდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ფონდ "სოხუმს" შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ა. შემუშავდება გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი.
ბ. შეიქმნება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
მოხდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება.
საბჭოს გაძლიერების მიზნით, ფონდი "სოხუმის' წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში, გააძლიერებენ ფორმირებულ საბჭოს და იმუშავებენ მიზნობრივი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
