ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა.
კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარი მარია გაბრიელი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა, სადაც პროგრამას" ჰორიზონტი ევროპა"-ს გავეცანით. მოხარული ვარ, რომ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის ამ უმსხვილესი პროგრამის გრანტებით დაფინანსდება უამრავი სამეცნიერო კვლევა , ინოვაციები, საუკეთესო იდეები თუ გამოგონებები. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ პრეზენტაციას, როგორც ერთერთი ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო - საგანმანათლებლო ცენტრი ჩვენს ქვეყანაში.
ვიმედოვნებ , რომ ქუთაისელი მეცნიერები, მათ შორის ახალგაზრდებიც , გამოიყენებენ ამ შანსს , აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამაში" ჰორიზონტი ევროპა" , რაც საბოლოოდ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილი.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირების შესაძლებლო
ბების, პროგრამის სტრუქტურის, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმისა და Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
