ზვიად შალამბერიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მშენებლებმა გუბერნატორს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ყურადღება პროექტების ხარისხიანად და ვადების სრული დაცვით შესრულებაზე გამახვილდა.
იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამუშაოები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის არის განახლებული რეგიონების, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის, რეგიონული და მუნიციპლური განვითარების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე ესწრებოდნენ.
2021 წელს იმერეთში 2 368 პროექტი განხორციელდა, მათ შორის მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
