ქუთაისის მუნიციპალიტეტი აქტიურ კომუნიკაციაშია უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია, მერის სარეზერვო ფონდიდან, დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის.
იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
