შინაური ცხოველების დარეგისტრირება ქუთაისში სავალდებულო გახდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს ფორმატში რიგით მე-4 სხდომის საკითხები განიხილა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცება.
ქუთაისის საკრებულომ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ,ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის შესახებ ახალი დებულება დაამტკიცა.
დებულების მიხედვით, შინაური ცხოველის დარეგისტრირება სავალდებულო გახდება. გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში მეპატრონეები ცხოველის დარეგისტრირებას ვეტ-კლინიკებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში შეძლებენ. რეგისტრაციის პროცესს კი მონიტორინგს ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’ გაუწევს.
თუ ცხოველის დარეგისტრირება არ მოხდება, ამ შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება. დებულება ეხება როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაურ ცხოველებს, ასევე ძაღლებსა და კატებს.
ჯარიმის თანხა 20 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში - 50 ლარს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
