იოსებ ხახალეიშვილი ონლაინ რეჟიმში საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიას ესაუბრა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ონლაინ რეჟიმში საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიას ესაუბრა.
ესაუბრის ძირითადი თემა ქუთაისისა და ჩინეთის ქალაქ სიანის დამეგობრების ინიციატივა იყო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით , ქუთაისისა და სიანის დამეგობრების მემორანდუმს ხელი გაზაფხულზე მოეწერება.
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, სასურველია მსგავსი მემორანდუმის გაფორმება 2 მაისს, ქუთაისის ქალაქობის დღეს დაემთხვეს. ქუთაისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ეპიდსიტუაციაც ნორმალიზდება და მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი წესით მოხდეს შეხვედრაც და მემორანდუმის გაფორმებაც.
ქუთაისის მსგავსად, ქალაქი სიანი ჩინეთში უძველეს ისტორიულ და კულტურულ ქალაქს წარმოადგენს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
