იოსებ ხახალეიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ) პროექტების ხელმძღვანელს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ) პროექტების ხელმძღვანელს ჰარვარდ ჰერთინგს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო GIZ -ის ახალი , საპილოტე პროექტის „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ განხილვა. პროექტი 3 წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას - ადგილობრივი ეკონომიკის, ტურიზმის და ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარებას.
„საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი საგრანტო პროექტი, რომელსაც GIZ -ი იწყებს ევროკავშირის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად.
პროექტის მიზანია საპილოტე რეგიონებში კონკრეტული უბნების რეგენერაცია და განვითარება ეკონომკური მიმართულებით. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა გამოვიკვლიოთ- სად შეიძლება გარკვეული ინვესტიციების ეფექტურად განხორციელება, რომ ახლებურად დავინახოთ ქუთაისის ხვალინდელი დღე, ხელი შევუწყოთ ცალკეული სექტორების განვითარებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის განვითარებაზე“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
