"ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დავით აღმაშენებლის ძეგლი , დიდი მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს გელათის მონასტერში, მის საფლავთან.
"დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე.
"დავითობას " გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
" დავითობის" აღსანიშნავად, დღესვე, ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება:
გამოფენა "ძლევაი საკვირველი", პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“,
დოკუმენტური ფილმის „დავით IV - აღმაშენებელის" ჩვენება.
ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
