იოსებ ხახალეიშვილს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს "მთავარი არხის" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.ამის შესახებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იურისტებთან ერთად მოვამზადე და შემაქვს სარჩელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ეკა გაგუას წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით.
საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა.
მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს მსგავსად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას ამ ტოტალური ტყუილების და შეურაცხყოფების წინააღმდეგ და პირობას ვდებ, ვიბრძოლებ ყველა - ადგილობრივ/ეროვნულ, თუ ნებისმიერ სამართლებრივ ინსტანციაში, რომ საბოლოოდ საქართველოში დასრულდეს წარსულის ეს ერთხელ უკვე უარყოფილი ტრადიცია - ცილისმწამებლური მითების შეთხზვა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისთვის!
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩემი, თქვენი ღირსებაც არ შეილახოს არასდროს ასე ცილისწამებით! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!" - განაცხადა ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანდიდატმა სარჩელს ხელი ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
