ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს - კვლევა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს, - ამის შესახებ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა, ლეანა ვენმა CNN–თან ინტერვიუში განაცხადა.
”COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკიდურესად ეფექტურია დაავადებების, განსაკუთრებით მძიმეს პროფილაქტიკისთვის", - აღნიშნა მან.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინები COVID-19-ით ინფიცირების ალბათობას ექვსჯერ, სიკვდილის რისკს კი 11-ჯერ ამცირებს.
”თუმცა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გიცავთ 100%-ით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინა, მკურნალობაც კი არ არის 100% ეფექტური", - აღნიშნა ვენმა.
პროფესორმა განმარტა, რომ უფრო ხშირად რისკის ქვეშ ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები არიან.
გარდა ამისა, რისკებს ორგანიზმში სხვა ინფექციების არსებობაც ზრდის.
ვენის თქმით, ექვსი თვის განმავლობაში 13 შტატში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირებმა კორონავირუსით დაავადებული ყველა ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ 4% შეადგინეს.
"არავაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოებში COVID-19-ით 17-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებული ადამიანები", - განაცხადა პროფესორმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
