ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას აგრძელებს
ქუთაისის მერია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის. მერიის ინიციატივით, მეთორმეტე კლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ.
ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, დაინტერესება დიდი იყო.
პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ამიტომაც , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროექტი და დავეხმაროთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, სათანადოდ მოემზადონ სასკოლო საგნებში," - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
