ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
ჭიათურაში, რიგით მესამე ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო დროულად და ეფექტურად რეაგირებს ყველა იმ საკითხზე რაც დგას, ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ჭიათურაში გაიზარდა მოსახლეობის მომართვიანობა აცრაზე და შესაბამისად დავამატეთ ახალი ამცრელი სივრცე, სადაც შესაძლებელია დღიურად დაახლოებით 400-500 ადამიანის გამტარუნარიანობა მოხდეს. ეს არის უკვე იმერეთის მასშტაბით მესამე სივრცე. იქედან გამომდინარე თუ გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენ კიდევ დავამატებთ ახალ ამცრელ სივრცეებს," - ზვიად შალამბერიძე.
ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. იმუნიზაციის პროცესში დილიდან აქტიურად ჩაერთო მოქალაქეები.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ,, Pfizer" - ის, ,,Sinovak" - ის და ,,Sinopharm" - ის ვაქცინებით. ,,Sinopharm" - ის აცრა შეეძლება იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება.
2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება ,,Sinopharm" - ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.
შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი: ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიხსნა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
