იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა
იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო და მოქალქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 1 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.
უახლოეს დღეებში, რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.
,,იმერეთში ფაქტიურად 100 ათასამდე ავედით ჯამში აცრილთა რაოდენობით.ეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ქუთაისში გაიხსნა, მოგვცემს საშუალებას,დაახლოებით 1500-მდე ავცრათ დღეში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აცრილების რაოდენობას. ასევე ხვალ ვგეგმავთ მსგავსი სივრცის გახსნას ზესტაფონში.
ეპიდ-ვითარება იმერეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ძალიან რთულია. ყველა ძალებით ვცდილობთ ვაკონტროლოთ სიტუაცია და ჯერჯერობით არ გვაქვს საველე ჰოსპიტალის მოწყობის საჭიროება, თუმცა მზაობა ამის გვაქვს, გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით გაწეული გვაქვს, რომ მაშინვე გავაკეთოთ და ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნას არანაირი პრობლემა," -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
