ქუთაისის მერიის თანამშრომელმა, რომელმაც ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახური დატოვა
ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომელმა, რომელმაც 13 ივლისს ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ოთო კვალიაშვილი კულტურის ააიპში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
13 ივლისს მედიის წარმომადგენლები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად მდუმარე აქციას მართავდნენ. როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, ოთო კვალიაშვილმა აქციაზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკატორები უწოდა.
მომხდარი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შეაფასა და და შემთხვევას უსიამოვნო ფაქტი უწოდა.
"მე დავიწყებ ზოგადი ინფორმაციით და ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ვალდებული ვართ ყველა. საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე და ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მას ვგმობთ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ პიროვნებად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამ შემთხვევაში ეს იყო უსიამოვნო ფაქტი არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მერიისა და თვითმმართველობის მიმართ,"-განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში იოსებ ხახალეიშვილმა.
მერიაში განმარტავენ, რომ 13 ივლისს ოთო კვალიაშვილი ერთი დღით განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იყო.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
