მომივარდა სახლში, მოითხოვდა გავრცელებული მასალების წაშლას – ბუბა ჩივაძე მერიის თანამშრომელზე
ოთო კვალიაშვილი, რომელმაც თანმხლებ პირთან ერთად გუშინ ქუთაისში მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს სახლში მიუვარდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს ოთო კვალიაშვილი მასთან სახლში ორ პირთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და დღეს მედიით გავრცელებული მასალების წაშლას მოითხოვდა.
,,მომივარდა სახლში, იყო ჩხუბისა და ორომტრიალის ხასიათზე, მთხოვდა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების წაშლას. შემდეგ დაიწყო მუქარა, თავს გაგიჩეჩქვავთ და ამოგბუგავთო.” – ამბობს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.
მისივე თქმით მან პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგადაც ოთო კვალიაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჟურნალისტების მიერ მერიის წინ ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი მიძღვნილ მდუმარე აქციაზე ოთო კვალიაშვილმა თანმხლებ პირთან ერთად ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ცნობილია ამ ფაქტს მერიაში სწავლობენ. მედია გადაწყვეტილების მოლოდინშია.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
