ზვიად შალამბერიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმერეთის ტურისტული სექტორისგან დარგის გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ შენობაში გაიმართა და მას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტრი.
შეხვედრამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული აეროპორტი და გაეცნენ ახალ სერვისებს, რომელთაც მგზავრები შეძლებენ, რომ მიიღონ. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) აქვს და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების აღდგენის დინამიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. ასევე, პოზიტიურად შეფასდა ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზის დაბრუნება ქუთაისში. განიხილეს ის გეგმებიც, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის მხარის პოპულარიზაციას, რაც, პირველ რიგში, გააძლიერებს იმერეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
