"ეპიდვითარება საგანგაშო აღარ არის" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმერეთის რეგიონის კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად მიიღეს ინფორმაცია მხარეში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმსჯელეს პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესის ოპტიმიზაციაზე.
,,ამ ეტაპზე საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კლებისკენ მიდის და შესაბამისად ეპიდვითარება საგანგაშო აღარ არის. ქვეყანაში პანდემია, რომ დასრულდეს აუცილებელია ორი კომპონენტის სწორად მართვა, ერთი ეს არის ვაქცინა და მეორე კოვიდპაციენტების დროულად და ეფექტურად მკურნალობა. ორივე ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რეგიონში და მთლიანად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. მადლობა ბატონ თენგიზს, რომ კიდევ ერთხელ ჩამობრძანდა რეგიონში და ადგილზე დეტალურად გაეცნო არსებულ ეპიდვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და პროტოკოლის გაზიარება, რომლის მიზანი არის პანდემიის დამარცხება," - ზვიად შალამბერიძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მოსალოდნელ მეოთხე ტალღაზე ისაუბრა.
"პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე ტალღა იყო. დამიჯერეთ, სექტემბრისთვის საქართველოც იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მოსახლეობის 2/3-დი აცრილი ეყოლება," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 82 იმერეთში დაფიქსირდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
