"ცდილობენ პროვოკაციას, ყველას ფორმა არ აცვია" - რიონის ხეობის მცველი
რიონის ხეობის მცველები ქუთაისში, კომპანია ენკას ბაზასთან აქციას მართავდნენ და ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი დატოვოს.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, მათ პროვოკატორი მიუგზავნოს, რათა მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდეს, რასაც შემდგომ, მათი ვარაუდით, მომიტინგეების განეიტრალება მოჰყვება.
აღნიშნულის გამო, აქციის ორგანიზატორებმა კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს.
"არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუ ნახავთ, რომ ვინმე შემოაგზავნეს, მაქსიმალურად თავი გააკონტროლეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მთელია დღეა ცდილობენ პროვოკაციას. ყველას ფორმა არ აცვია, ერთმანეთში იჩხუბეს, რომ შექმნან ფონი, თითქოს ვიღაცა ეჩხუბა და ვითარება დაძაბულიყო", - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
