"არც მოტრიალდა, შევარდა მდინარეში" - თვითმხილველი რიონში დაკარგულის შესახებ
"მოგვცა მობილური და გვთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა",- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ჰყვება, რომელმაც მდინარე რიონში გაუჩინარებული პირი უკანასკნელად ნახა.
კახა ავალიშვილის თქმით, დაინახა მდინარისკენ როგორ მოძრაობდა, დაუძახა თუმცა უკან არ შემოტრიალდა.
"მდინარის პირას მოვდიოდი, დავინახე იდგა, დამიძახა მოგვცა მობილური და გვთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა, როგორც მითხრა, ჯანოსთვის უნდა გადამეცა, მივტრიალდი და წავედი, ხუთი- ექვსი ნაბიჯი გადავდგი, მერე შემოვტრიალდი და ვკითხე შენ რა გქვია-მეთქი, არც მოტრიალდა, რიონისკენ მოძრაობდა და შევარდა მდინარეში "- განაცხადა კახა ავალიშვილმა.
"რიონის ხეობის მცველის" მაკა სულაძის, თქმით მდინარეში დაკარგულს სულ ცოტახნის წინ დედა გარდაეცვალა და შესაძლოა ამის გამო სტრესი ჰქონოდა.
"მე პირადად არ ვიცნობდი, ორი დღის წინ ჩამოვიდა, როგორც გავიგეთ დედა ჰყავდა გარდაცვლილი სამი თვის წინ, ხელში ჩააკვდაო ფაქტობრივად, სტრესში იყო",- განაცხადა მაკა სულაძემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
