ცაგერში უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მეოთხე დღეა მოწყვეტილია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სტიქიის ზონაში, მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაში რჩება საგზაო ტექნიკა, რომელიც პერიოდულად ასუფთავებს გზის სავალ ნაწილს, ჩამოშლილი მიწის მასისგან.
მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს ალტერნატიული გზის მშენბლობაზეც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
"ცაგერის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა, რის შედეგადაც ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური მაგისტრალი (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური) გადაკეტა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ინტენსიურად ჩაერთო შესაბამისი ტექნიკა, რამაც სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის დროულად აღმოფხვრა უზრუნველყო.
დღეს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა",- აღნიშნავენ უწყებაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
