"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საბჭოთა რუსეთის ვერაგი ქმედებები" -ზვიად შალამბერიძე
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა შორაპანში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
,,25 თებერვალი მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. მძიმე, რადგან 100 წლის წინ, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელიწადში, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას იუნკერების დიდი ნაწილის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებმაც წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, თუმცა მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებული ქვეყანა დამარცხდა რუსეთის არმიასთან და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.
ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეულისთვის, რადგან ყოველთვის გვახსოვდეს საბჭოთა რუსეთის ვერაგი ქმედებები, მისი დაუცხრომელი სურვილი საქართველოში და საქართველოზე გაბატონების შესახებ და ჩვენი, ქართველების ვალი, რომ ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, სამშობლოს სიყვარული და ერთგული მოკავშირეების ყოლა ის აუცილებლობაა, რაც ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლისთვის აუცილებელია.
პატივს მივაგებ 100 წლის წინ სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას, მათ არასოდეს მიუტოვებიათ სამშობლო და ამ სამშობლოს ვალია, გმირი იუნკერების ხსოვნისთვის საქართველო იყოს ყოველთვის დამოუკიდებელი, თავისუფალი და ღირსეულად წელში გამართული“ - ზვიად შალამბერიძე.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროშები დაშვებულია იმერეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
