რატომ დატოვეს სენაკში, დევნილი მოხუცები საახალწლო ნობათის გარეშე
სენაკში სამხედრო დასახლებაში სოციალურად დაუცველი დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. სენაკის მერიამ და დევნილთა სამსახურმა, სოხუმიდან დევნილი 95 წლის მოხუცი,მანანა ზარქუა, რომელსაც სამი შვილიდან არცერთი ცოცხალი არ ჰყავს საახალწლო ნობათის გარეშე დატოვა.
როგორც FirstNews.ge-თან ერთ -ერთი ოჯახი აცხადებს, დასახლებაში მცხოვრებ მოხუცებს სოციალური დახმარების საახალწლო ნობათი არ გადაეცათ.
"ვართ სოხუმიდან დევნილი, მყავს 95 წლის დედამთილი. სენაკის მერიამ და დევნილთა სამსახურმა უყურადღებოდ დატოვა 95 წლის მოხუცი, რომელსაც სამი შვილიდან არცერთი ცოცხალი არ ჰყავს. ასეა დარჩენილი ბედის ანაბარა. ასეთი ასაკის მოხუცები თითზე ჩამოსათვლელია და რატომ არ ექცევა ყურადღება ამ კატეგორიას ან სად მიდის მათი დახმარება, რასაც ხშირად ვისმენთ მთავრობისგან და თავს იწონებენ ამით. მივმართავ იმ უწყებებს ვისაც ხელეწიფება გააკონტროლონ რეგიონები და კუთვნილი დახმარებები მიიღოს იმ ოჯახებმა და მოხუცებმა, ვისთვისაც ეს ნობათია განკუთვნილი. ასეა მიტოვებული სენაკის დევნილთა დასახლება, სადაც ძალიან უჭირს ოჯახებს, ბევრი სოციალურად დაუცველია და ძალიან ბევრი 70 წელს გადაცილებული მოხუცები ცხოვრობს, "- აცხადებს FirstNews.ge - თან სოხუმიდან დევნილი მარინა ჩაჩხიანი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
