ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო
ქუთაისის მერიამ ტრადიციული საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო.
ახალი წლის დამდეგს სასურსათო ამანათს მიიღებს 2370 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. საჩუქარს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა ქულები 65000-დან 100000-მდეა და ჰყავთ 16 წლამდე შვილები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათი რამდენიმე ოჯახში თვითონ მიიტანა და მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.„საახალწლო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 3000- მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულები, ამ დღეებში მიიღებენ ამანათებს. ამასთანავე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გადავცეთ საახალწლო ნობათები. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.საახალწლო ნობათების დარიგება რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
