ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს
ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს, – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა,
როგორც ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.
„როგორც წესი, წლის ბოლოს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება ხდება. შესაბამისად, სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა არ ყოფილა განხილული ისეთი საკითხი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა პროგრამის განხორციელებას, ან კომპრომისი იქნებოდა სერვისების ხარჯზე.
მუშა პროცესის პარალელურად სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა პანიკის საფუძველი შექმნილიყო, თუმცა სამუშაო ჯგუფი შეჯერდა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებისაც. შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ პროგრამა 100 პროცენტით დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
