"მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსი სრულად დაიფარება"
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ არსებულ დისკუსიას ეხმაურება.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ არის ერთიანი და აღნიშნული პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის,“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
„მინდა გამოვეხმაურო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და დისკუსიას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს და ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის, ამ ორგანოს წევრების სახელით მინდა განვაცხადო, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსი კი სრულად დაიფარება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დამოკიდებულება არის ერთიანი და ჩემი მხრიდან ეს პოზიცია მკაფიოდ და ხაზგასმით გაჟღერდა სერვისის მიმწოდებლებთან და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
