ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის მერობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ხახალეიშვილის განცხადებით, ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების მასშტაბები სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ დიდია. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება და მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „კოვიდ-19“ მითია. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს.
მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებელობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ხახალეიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
