"7 თვის განმავლობაში თქვენთან ერთად შევძელი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ქალაქისთვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის"
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36-ე სხდომას დაესწრო.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისს ჰყავს ახალი, არჩეული მერი, დავით ერემეიშვილი დაუბრუნდება ვიცე-მერის თანამდებობას. მან სამადლობელი სიტყვით მიმართა საკრებულოს დეპუტატებს:
„7 თვის მანძილზე, როცა მე ქუთაისის მერის მოვალეობას ვასრულებდი, თქვენთან ერთად გავიარეთ ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდი, პანდემიის გათვალისწინებით. ამ თვეების მანძილზე, ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას და ჩვენი თანამშრომლობით ქუთაისისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი პრობლემის მოგვარება შევძელით. მე რამდენიმე დღეში დავუბრუნდები ჩემს თანამდებობას და თქვენთან თანამშრომლობას ისევ ქუთაისის მერის პირველი მოადგილის რანგში გავაგრძელებ,“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
