ლენი კრავიცი თბილისში კონცერტს გამართავს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ SOLO-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, გრემის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი საქართველოს ეწვევა და 2020 წლის 31 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს.
მსოფლიო ტური HERE TO LOVE სტარტს 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აიღებს, ლენი ქართველი მსმენელის წინაშე როგორც ახალი ალბომის სიმღერებით, აგრეთვე მისი უკვდავი ჰიტებით წარსდგება.
ბილეთების გაყიდვა ხვალ 18 დეკემბერს 10 საათზე დაიწყება, თუმცა პირველ ეტაპზე ბილეთების შეძენას მხოლოდ სოლო კლუბის მომხმარებლები შეძლებენ, 26 დეკემბრიდან კი კონცერტზე დასასწრები ბილეთი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
