დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა - „საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ - მოეწყო
დღეს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა - „საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ - მოეწყო.
ღონისძიებაზე იმ 17 ქალის ისტორია წარმოადგინეს, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში, დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
გამოფენა კამპანია „ძალა ევროპაშიას’’ ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მხარდამჭერით გაიმართა.
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
