იზრდება გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი
გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება.
9 სექტემბერს გამოცემულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ გელათის რეაბილიტაციისთვის საჭიროა დამატებით 11,5 მილიონი ლარი. ეს თანხა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაურიცხოს. სწორედ ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი გელათის გადარჩენასა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებაზე. გელათის რეაბილიტაცია სახელმწიფომ ეკლესიას 2023 წლის 24 თებერვალს გადააბარა.
2024 წლის 18 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს უკვე გამოუყო გელათის რეაბილიტაციისთვის 7,5 მილიონი ლარი.
2024 წლის 16 აგვისტოს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას სარეაბილიტაციო მუშაოების პერიოდის გახანგრძლივების შესახებ ამცნო. ამ განცხადებაში კომიტეტი წერდა, რომ მიმდინარეობს გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები.
"ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის - გუმბათის გადახურვის სამუშაოები" - ეწერა კომიტეტის განცხადებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად გელათის მონასტერი ვიზიტორებისთვის დახურულია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
