გაგისინჯავთ მწვანე ბორში - ვიტამინების ულევი ნაკადი ერთ თეფშში
ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ერთი ნაწილი გიჟდება მწვანე ბორშზე, ცოლო მეორეს საერთოდ არ გაუსინჯავს. დღეს ვიტამინებით სავსე ბორშს მოვამზადებთ.
ინგრედიენტები
4 ქათმის ბარკალი
500გ კარტოფილი
1 სტაფილო
2 ხახვი
60გ ახალგაზრდა ჭინჭარი
200გ მჟაუნა
2 კვერცხი
ოხრახუში
1 დაფნის ფოთოლი
შავი და დაფქული წიწაკა და მარილი
3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
1 სუფრის კოვზი ზეთი
ლიმონის წვენი
მომზადება:
1.ჭინჭარი უმჯობესია გაზაფხულის დასაწყისში მოამზადოთ. ამ დროს ის ყველაზე ახალგაზრდაა. მოასხით ცხელი წყალი, რათა აღარ ისუსხებოდეს.
2.ბარკალს მოაშორეთ კანი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ბულიონს დაუმატეთ 1 მთლიანი ხახვი. წყლის ადუღების შემდეგ მოაშორეთ ნადები და დაუწიეთ ცეცხლს. მოხარშეთ 20-30 წუთი.
3.სანამ იხარშება ხორცი, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი კუბიკებად. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი.
4.ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სტაფილო, დააფარეთ თავსაფარი და გამორთეთ.
5.გარეცხეთ, დაჭერით მჟაუნდა და ჭინჭარი. ახალგაზრდა ჭინჭრის ძირებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თუ ის ძველია მხოლოდ ფოთლებით შემოიფარგლეთ.
6.ქვაბიდან გადმოიტანეთ შემწვარი ხორცი და ხახვი, მოათავსეთ კარტოფილი, მოთუშული მასა, დაფნა, მარილი და წიწაკა. განაცალკევეთ ხორცი და ძვალი. დაწეწეთ და დააბრუნეთ ქვაბში.
7.დაუმატეთ ჭინჭარი და მჟაუნა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეგიძლიათ საყვარელი სანელებლებიც გამოიყენოთ. მოხარშეთ დაახლოებით 7 წუთი.
8.მოხარშეთ კვერცხი.
9.ბოლოს დაუმატეთ კამა და ოხრახუში. გამორთეთ ბორში და დაასვენეთ 20-30 წუთი.
10.მიირთვით კვერცხთან და არაჟანთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- “ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება” - ირაკლი კობახიძე
- „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა
- “ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს - რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის - პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა” - დონალდ ტრამპი
- პრემიერმა 63 მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წარადგინა
- გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება