დღეს, მესხიშვილის თეატრმა 161–ე თეატრალური სეზონი დახურა
დღეს, მესხიშვილის თეატრმა 161–ე თეატრალური სეზონი, მაკა კუკულავას პიესის მიხედვით დადგმული ერთ მოქმედებიანი სპექტაკლით ,,გადაუღებლად წვიმს, 13/06...", დახურა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილია.
მონაწილეობენ : ენდი ძიძავა, დავით როინიშვილი, ზაზა კილასონია.
სპექტაკლი „თავისებურად უბედურ“ ოჯახზე ჰყვება. ოჯახური პორტრეტი ინტერიერში მცირე სცენაზე გათამაშდა.
სპექტაკლის მიხედვით, ცოლ-ქმარი, რომელთაც ათწლეულების თანაცხოვრება აკავშირებდათ ერთმანეთს დაშორდნენ. ეს მათი ოფიციალურად ურთიერთობის ბოლო დღეა. ცოლ- ქმრის ამპლუის 12 საათი, ბოლო ძაფი, რომელიც ამ საღამოს შემდეგ გაწყდება.
„გადაუღებლად წვიმს 13.06...“ არის სპექტაკლი ურთიერთობებზე.

თეატრალური სეზონის დახურვაზე FirstNews.ge- ს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე ესაუბრა.
"დღეს, ნებისმიერი თეატრის ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - სეზონის დახურვა გარკვეულ სევდას მოიცავს. უკვე 161-ე სეზონია. ეს ციფრი უკვე ძალიან ბევრს ამბობს, თუ რამდენნაირი სეზონი ყოფილა და რა შემოქმედებით ქარტეხილებში არსებობს თეატრი.
ჩემთვის, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ეს სეზონი პირველია. მე აქ სეზონის მიწურულს ჩამოვედი. ძალიან ბევრი რამ გავიგე, მაგრამ ბევრიც ასათვისებელი, გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელი მაქვს.
მაყურებლის სიმრავლე, რომელიც დღეს დარბაზში იყო მეტყველებს იმაზე, რომ თეატრის დასი და მაყურებელი ერთი ორგანიზმია.
ვისურვებდი, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო და მაგიური ერთობის შემცველი ყოფილიყოს ხელოვნებისა და ადამიანის სადიდებლად,"- განაცხადა FirstNews.ge-თანსაუბარში გიორგი თავაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
