ქუთაისში 8 წლის მხატვრის ვან–გეგას ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
დღეს, ქუთაისის მერიისა და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi -ის მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში" პატარა ქუთაისელი მხატვრის, ვან- გეგას გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას 45-მდე ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა ჟანრშია შესრულებული. გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი მოადგილე ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი.
კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ვან-გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია, ის ასევე პირველად მოხვდა, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე Toyota dream car art მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა. გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. ხატავდა ანიმაციის გმირებსა და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია, კუბიზმით, აბსტრაქციით, ავანგარდით, ხატავს ფანქარში, აკრილსა და ზეთში .
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
