ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვებს "არ გამორიცხავენ". მისი თქმით, რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, გურია, იმერეთი და თბილისი, "წითელი მიმართულებით მიდის". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
“საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა, ვაქცინის შემოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში 21 მარტის მონაცემებით ჯანდაცვის სექტორის 3800-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელია აცრილი - პროფესიონალები თვლიან, რომ თუ ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა / “ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს”.
ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას აკრიტიკებს და მოითხოვს, იმ 82 ექსპერტის სია გამოქვეყნდეს, ვინც აღნიშნული გეგმის შექმნაში მონაწილეობდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით.
ევროპა შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს და კარანტინი საჭირო აღარ იქნება.
