"ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება" - უგურ საჰინი
ევროპა შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს და კარანტინი საჭირო აღარ იქნება.
ამის შესახებ კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელმა, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებელმა, უგურ საჰინმა გერმანულ გამოცემა Welt Am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა.
”ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ”, - განაცხადა უგურ საჰინმა.
უგურ საჰინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის მართვისათვის საჭიროა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის სულ მცირე 70% აცრას.
გერმანიაში მოღვაწე ემიგრანტ ცოლ-ქმარს, 53 წლის ოზლემ ტურეჯისა და 55 წლის უგურ საჰინს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გერმანიის რაინდის მეთაურის ჯვარი გადაეცათ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
