May 13, 2026

ივნისი 05 2021 წაკითხვა 1317 ჯერ

დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მედიკოსებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად მკერდის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა Olaparib-ის სახელით ცნობილი მედიკამენტის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილე ქალებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაუნიშნეს. მკერდის სიმსივნე BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციით არის გამოწვეული, ხშირად მწვავე ფორმით ვლინდება და განკურნების მიუხედავად ზოგჯერ ხელახლა იჩენს თავს. ცდის დროს გამოყენებული პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებს დნმ-ის აღდგენის საშუალებას არ აძლევს, რასაც მოლეკულის PARP შესუსტების გზით აღწევს. შედეგად, კიბოს უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ და ფუნდამენტურად ნადგურდებიან.

ორწლინახევრიანი ექსპერიმენტის შედეგებმა Olaparib-ის ეფექტიანობა დაამტკიცა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მედიკამენტის წყალობით 921 ცდისპირიდან 85.9% სრულად განიკურნა. იმ პაციენტებში კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, ამ მაჩვენებელმა 77% შეადგინა. კვლევის პარამეტრებმა აჩვენა, რომ კიბოს დაბრუნების რისკი ჯამში 42%-ით შემცირდა. ანალოგიური მონაცემები დაფიქსირდა ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელების მხრივაც. 

მიღებულ შედეგებს მეცნიერები იმედისმომცემად აფასებენ, მათი თქმით, ეს მკერდის კიბოს დამარცხებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

ივნისი 05 2021 წაკითხვა 729 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 409  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  832  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.65 %.

ივნისი 04 2021 წაკითხვა 769 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კონკრეტულ ვაქცინებზე ასაკობრივი შეზღუდვა აღარ იქნება და ნებისმიერი მათგანის გამოყენება უკვე 18 წლის ზემოთ დასაშვები იქნება.

ივნისი 04 2021 წაკითხვა 1947 ჯერ

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ღვინის უარყოფით და დადებით თვისებებზე წერს. "ჯორჯიან თაიმსი" აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ივნისი 04 2021 წაკითხვა 735 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 026 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 779  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.59 %.

ივნისი 03 2021 წაკითხვა 740 ჯერ

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით შემცირების ფონზე, ლეტალობა მაინც საგანგაშოა.

გვერდი 77 სულ 167
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.