შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კონკრეტულ ვაქცინებზე ასაკობრივი შეზღუდვა აღარ იქნება და ნებისმიერი მათგანის გამოყენება უკვე 18 წლის ზემოთ დასაშვები იქნება.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გამოყენება შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთაც დაიწყონ, თუკი, მარეგულირებლები აღნიშნულის ნებართვას გასცემენ.
„ახლა უკვე შეზღუდვა აღარ იქნება, ნებისმიერი ვაქცინა იქნება 18 წლის ზემოთ ყველასთვის. იმ ვაქცინებზე, რომელზეც დაიშვება დაბალი ასაკი, შესაბამისად, საქართველოც მიიღებს გადაწყვეტილებას. იცით, რომ ბავშვებში ჯერჯერობით, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ 12 წლის ზემოთ დაუშვეს „ფაიზერის“ გამოყენება. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალიაც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, მერე ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ გამოყენება. ასევე, შესაბამისი კვლევები მიდის 12 წლის ასაკის ზემოთ ჩინურ ვაქცინებზე, ასევე, „ასტრაზენეკაზე“ და „მოდერნაზეც“. თუ რა თქმა უნდა, მარეგულირებლები მისცემენ დასტურს, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიდის, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- " ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია" - მარია ზახაროვა
- ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს