Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რომ აკეთებდეს არჩევანს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე, მხარს დაუჭერდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს.
რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, „მწვანე პასპორტებმა“ კარგად იმუშავა ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან „მწვანე პასპორტზე“ საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა, რაც მისივე შეფასებით „წარმოუდგენლად დაბალი“ მონაცემებია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 255 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 722 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%.
