"ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზამთარს დავუბრუნდებით"- COVID19-ის ვაქცინის შემქმნელი
პროფესორი, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი უგურ საჰინი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს. ამის შესახებ საჰინმა„ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ 50 პროცენტით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“,- განაცხადა პროფესორმა.
საჰინის თქმით, მიმდინარე ზამთარი კვლავ მძიმე იქნება და თუ მოვლენები კარგად განვითარდება, წლის ბოლოდან ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება. პროფესორის თქმით, ვაქცინა ვირუსზე გავლენის მოხდენას მაშინ შეძლებს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება.
„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“,- აცხადებს შაჰინი.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, მსოფლიოში ვირუსის 54 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 1 313 263 ადამიანი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
