"ინფიცირებულებული მედიკოსების რაოდენობა გაიზარდა" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე სულ 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა.
მისი ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ფაქტებმა ოქტომბერ-ნოემბერში მოიმატა.
„4 666 მედიკოსია ინფიცირებული. აგვისტოს ბოლომდე დაახლოებით 200-მდე მედიკოსი გვყავდა ინფიცირებული და ოქტომბერ-ნოემბერში ეს რიცხვი გაიზარდა 4 666-მდე. ეს საერთო ინფიცირებულების 6.4 პროცენტია, მაგრამ ესენი ყველანი ექიმები არ არიან. ისინი არიან ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები: ექიმები, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
