"ვაქცინა პანდემიას დაასრულებს" - ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, ვაქცინის წყალობით, კორონავირუსის პანდემია დიდი ხანს აღარ გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, პანდემია დიდხანს აღარრ გასტანს, რადგან მე მჯერა, რომ ვაქცინა სიტუაციას შეცვლის“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი შესუსტდება, მისი ცირკულირება გარკვეულ ადგილებში კვლავ მოსალოდნელია.
„ვირუსის შეჩერება არ ნიშნავს მის აღმოფხვრას. ეჭვი მეპარება, რომ მას აღმოვფხვრით. ვფიქრობ, ის შეიძლება ენდემური გახდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
